პროექტი „E-commerce in a BOX“ წარმოადგენს Visa-ს, TBC-ს, Glovo-სა და Kovzy-ს ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, გაზარდონ მათი აქტიურობა ონლაინ სივრცეში და ისარგებლონ ელექტრონული კომერციის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით, როგორიცაა ვებ გვერდის შექმნა, საკურიერო სერვისები, გაყიდვების მართვის POS სისტემები, გადახდის სხვადასხვა შესაძლებლობა, მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვა.
პროექტის მთავარი მიზანია, დაეხმაროს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს, მარტივად გადალახონ ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული წინაღობები, გაზარდონ მომხმარებელთა რაოდენობა და შესაბამისად, შემოსავლის წყარო. Ecom in a BOX პროგრამაში მონაწილე კომპანიები:
Kovzy საშუალებას აძლევს რესტორნებს, უმოკლეს დროში ააწყონ გაყიდვების მართვის POS სისტემა და ვებ-გვერდი, სადაც შესაძლებელი იქნება გადახდისა და მიწოდების სერვისებით სარგებლობა.
TBC ბანკი პროგრამის ბენეფიციარებს გადასცემს Visa ბიზნეს ბარათს, ბარათის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გარეშე 1 წლით. ბენეფიციარები Visa ბარათით განახორციელებენ ტრანზაქციებს ელექტრონული კომერციის მომსახურების საკომისიოს გარეშე 6 თვის განმავლობაში, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
ელექტრონული კომერციის გადახდების მომსახურე ბანკი
სრულყოფილი ვებგვერდი ინტეგრირებული ონლაინ გადახდებითა და საკურიერო სერვისებით
QR მენიუ შეკვეთისა და გადახდის ფუნქციით
გაყიდვების მართვის POS სისტემა
დომენით (.ge) უზრუნველყოფა 1 წლის განმავლობაში
24/7 უფასო მხარდაჭერა
მარტივი ონბორდინგი
TBC Visa ბიზნეს ბარათის უფასო მომსახურება 1 წლის განმავლობაში
Visa ბარათით 6 თვის განმავლობაში ელექტრონული კომერციის მომსახურების საკომისიოს გარეშე ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით
ვებ კონტენტის მართვის სისტემა (CMS)
საკურიერო მომსახურების ღირებულება: პროექტის ბენეფიციარი პარტნიორი ობიექტები/მერჩანტები Glovo-სგან მიიღებენ 40%-მდე ფასდაკლებას საკურიერო მომსახურების ღირებულებაზე.
QR მენიუ სწრაფი კვების ობიექტებისთვის, კაფეებისა და რესტორნებისთვის
პროდუქციის მიწოდებისას Tpos აპლიკაციის საშუალებით ბარათით გადახდის შესაძლებლობა Glovo-ს On-Demand სერვისის გამოყენებით