პროგრამის შესახებ
„Ecommerce in a Box“ Visa-სა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტია,
რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების (SME-ების) გაციფრულების ხელშეწყობას / ხელშეწყობას
მათი ონლაინ აქტიურობისა და ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების შექმნასა და გაზრდაში. მოცემული პროგრამა
მონაწილე SME-ებს სთავაზობს წვდომას მრავალფეროვან რესურსებსა და ინსტრუმენტებზე, მათ შორის ონლაინ მაღაზიის
შემქმნელზე/ online store builder-ზე, გადახდის დამუშავების გადაწყვეტებსა და მარკეტინგულ მხარდაჭერაზე.
პროგრამის მთავარი მიზანია საშუალება მისცეს მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს ისარგებლონ ციფრული კომერციისა და ონლაინ შოპინგის
მზარდი ტენდენციით. ელექტრონული კომერციის აუცილებელი ინსტრუმენტებისა და რესურსების მიწოდებით, პროგრამა
მიზნად ისახავს დაეხმაროს მცირე და საშუალო ბიზნესს გადალახოს ციფრულ ბაზარზე შესვლასთან დაკავშირებული
წინაღობები, გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა და გაზარდოს შემოსავლის წყაროები.
პროგრამა გათვლილია ქვეყნის მასშტაბით არსებულ 200 მცირე და საშუალო ბიზნესზე, განსაკუთრებით სამი ძირითადი მიმართულებით: მცირე
საცალო მოვაჭრეები და სერვისის მიმწოდებლები, სწრაფი კვების ობიექტები, კაფე-რესტორნები და მოგზაურობასთან
დაკავშირებული დაწესებულებები, როგორებიცაა სასტუმროები და ჰოსტელები.
პროგრამის დაწყება იგეგმება [თარიღი] და გაგრძელდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე.
პროგრამის ბენეფიტები
პროგრამაში მონაწილე მოვაჭრეებს/მერჩანტებს პროგრამა რამდენიმე ბენეფიტს სთავაზობს:
- შემსყიდველი/ Acquirer / ექვაირერი ბანკის შერჩევა: თითოეულ მოვაჭრეს/მერჩანტს შეუძლია აირჩიოს
სასურველი შემსყიდველი ბანკი შემდეგი სამი ელექტრონული კომერციის შემსყიდველი ბანკებიდან: TBC ბანკი, საქართველოს
ბანკი და ლიბერთი ბანკი. არჩეული ბანკი პროგრამის ბენეფიციარებს გადასცემს Visa ბიზნეს ბარათს, ბარათის მომსახურების
ყოველთვიური საკომისიოს გარეშე და მომსახურების გააქტიურების პირველი ექვსი თვის განმავლობაში, უარს ამბობს Visa
ბარათით განხორციელებული ტრანზაქციების შემთხვევაში ელექტრონული კომერციის მომსახურების საკომისიოზე, მაქსიმუმ 300 ლარის ოდენობით.
-
ვებ კონტენტის მართვის სისტემა (CMS): თითოეული მოვაჭრე/მერჩანტი მიიღებს მასზე მორგებულ ვებ კონტენტის მართვის სისტემას (CMS)
კონკრეტული ბიზნესის საჭიროებებისა და კატეგორიის გათვალისწინებით. ხელმისაწვდომი CMS ვენდორებს/მომწოდებლებს
წარმოადგენენ B2C, Kovzy და eHotelSpace. პროგრამა დაფარავს CMS მომსახურების პირველი ექვსი თვის საფასურს.
-
დომენის რეგისტრაცია: მოვაჭრეები/მერჩანტები, რომლებიც საჭიროებენ დომენს, შერჩეული CMS ვენდორის/მომწოდებლის მეშვეობით, მიიღებენ სტანდარტული
დომენისთვის ერთწლიანი უფასო რეგისტრაციის შესაძლებლობას .Ge დომენის სივრცეში.
-
მიწოდების სერვისის ვაუჩერი: მცირე საცალო მოვაჭრეები, სწრაფი კვების ობიექტები და კაფე-რესტორნები მიიღებენ მიწოდების სერვისის 250 ლარიან ვაუჩერს.
მიწოდების სერვისი შეუფერხებლად იქნება ინტეგრირებული შერჩეულ CMS-ში და მოვაჭრეები/მერჩანტები შეძლებენ ისარგებლონ მიწოდების ვაუჩერით მხოლოდ
პარტნიორი CMS ვენდორების/მომწოდებლის სისტემების საშუალებით მიღებული შეკვეთების შემთხვევაში.
-
QR მენიუ: სწრაფი კვების ობიექტები, კაფეები და რესტორნები მიიღებენ მათი CMS-ით ინტეგრირებულ QR მენიუს.
-
საუკეთესო შემსრულებლის ჯილდო: მონაწილე მოვაჭრეების/მერჩანტების პირველი ხუთეული, რომელიც პროგრამის განმავლობაში ყველაზე მაღალ ბრუნვას დააფიქსირებენ,
მიიღებენ eCommerce Academy-ის ონლაინ სასწავლოს კურსის უფასო ვაუჩერს.
პროგრამაში მონაწილეობის პირობები
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მოვაჭრეებმა/მერჩანტებმა უნდა შეასრულონ შემდეგი მოთხოვნები:
-
განაცხადი: პროგრამის ვებ-გვერდზე შეავსეთ განაცხადი და ყურადღებით გაეცანით და დაეთანხმეთ
პროგრამის წესებსა და პირობებს.
-
რეგისტრირებული ბიზნესი: აუცილებელია ფლობდეთ მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულ
და მოქმედ ბიზნესს საქართველოში. სააპლიკაციო პროცესის ფარგლებში, ბანკს შეუძლია მოითხოვოს ბოლო
ექვსი თვის ბრუნვის ამონაწერი, რათა გადაამოწმოს გაქვთ თუ არა პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება.
-
პროდუქტისა და მომსახურების აღწერა: მოამზადეთ პროდუქტებისა და სერვისების დეტალური აღწერა
ვებ-გვერდის შექმნის/აწყობის პროცესისთვის.
-
ვებ-გვერდის შექმნა/აწყობა: წარმართეთ ვებ-გვერდის შექმნის/აწყობის პროცესი შერჩეულ CMS
ვენდორთან/მომწოდებელთან ერთად.
-
ელექტრონული კომერციის აპლიკაცია: გადახედეთ პირობებს და შეავსეთ შერჩეული ბანკის
ელექტრონული კომერციის აპლიკაცია.
-
Onboarding/ჩართვის პროცესი: გაიარეთ Onboarding/ჩართვის პროცესი შერჩეულ ელექტრონული
კომერციის მომწოდებელ ბანკთან და ხელი მოაწერეთ ელექტრონული კომერციის მომსახურების ხელშეკრულებას.
ბანკი იტოვებს უფლებას თავისი შიდა პროცედურების საფუძველზე უარი განაცხადოს ელექტრონული სერვისების მიწოდებაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
-
მოვაჭრეებს/მერჩანტებს შეუძლიათ ისარგებლონ პროგრამის ბენეფიტებით მხოლოდ პროგრამის განმავლობაში. პროგრამის ფარგლებში,
სერვისების მომწოდებლები უარს ამბობენ მოწოდებული სერვისების საფასურის მიღებაზე და მოვაჭრეებს/მერჩანტებს არ შეუძლიათ მოითხოვონ თანხები სხვა საშუალებებით.
-
პროგრამა იტოვებს უფლებას უარი უთხრას მოვაჭრეს/მერჩანტს პროგრამაში მონაწილეობის მიღებაზე.
-
პროგრამის დასრულების შემდეგ, პროგრამით მინიჭებული ყველა საკომისიო შეღავათი გაუქმდება და მოვაჭრეები/მერჩანტები განაგრძობენ პროგრამაში მონაწილე ბანკებისა
და ვენდორების/მომწოდებლების სერვისებით სარგებლობას შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
პროგრამაში მონაწილეობის მიღებით, მოვაჭრეები/მერჩანტები ადასტურებენ, რომ ისინი:
-
ეთანხმებიან პროგრამის წესებსა და პირობებს.
-
ეთანხმებიან შერჩეული შემსყიდველი/ acquirer / ექვაირერ ბანკის მომსახურების პირობებს განაცხადის მიღების პროცესის დროს.
-
ეთანხმებიან შერჩეული ბანკის მიერ მოწოდებულ Visa ბიზნეს ბარათით სარგებლობის მომსახურების პირობებს განაცხადის მიღების
პროცესის დროს.
-
ეთანხმებიან შერჩეული კონტენტის მენეჯმენტის სისტემის ვენდორის/მომწოდებლის მომსახურების პირობებს.
მონაწილე ბანკებისა და ვენდორების/მომწოდებლების მომსახურების პირობები
პროგრამის განმავლობაში მომსახურების პირობები შეიძლება შეიცვალოს მესამე მხარის (პარტნიორების)
მიერ და ისინი არ შედის პროგრამის ფარგლებში.
ვენდორებთან/მომწოდებლებთან დადებულ ხელშეკრულებებში შეთანხმებული პირობები არ რეგულირდება პროგრამით. განაცხადის
შევსებამდე, თქვენ ადასტურებთ, რომ იხილეთ და ეთანხმებით ვენდორებისა/მომწოდებლების და ბანკების პირობებს.
ბანკებისა და მომწოდებლების მომსახურების პირობების ბმულები: